Wednesday, April 27, 2016

ტრენინგის შეჯამება

რეფლექსია


ამ ცხრა დღის განმავლობაში ტრენინგზე ვისწავლეთ ბევრი საინტერესო და საჯირო მასალა, პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა,კურსის რესურსები, ბლოგის შექმნა, ბუკლეტების გაკეთება რამაც ძალინ დამაინტერეს ჩემი საგნიდან გამომდინარე, რასაც აუცილებლად განვვახორციელებ ჩემს მოსწავლეებში.ასევე ვისწავლეთ სურათის ჩასმა ბლოგში, მოსწავლის ბლოგის შექმნა, ვისწავლეთ გეგმები და შეფასების რუბრიკები.
    ამ ტრენგზე შეძენილმა ცოდნამ მომცა  იმის საშვალება, რომ დავდეგმო და გამოვიყენო  ჩემს პრაქტიკაში, მოსწაბლეები აქტიურად ჩავრთოთ პროექტ გაკვეთილებში, რათა უკეთ დავანახოთ ჩვენს მოსწავლეებს და განსაზღვრონ პრობლემა, მიზანი და შედეგიც.რაც მოსწავლეებს ამავდროულად განუვითარდებათ თანამშრომლობითი, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარი. რაც მოსწავლეებს გაურღმავდებათ საგნის მიმართ ცოდნა.
  ბევრის მომცემი იყო ჩემთვის ეს ტრენინგი და დიდი იმედი მაქვს აქ ნასწავლს   განვახორციელებ ჩემს მოსწავლეებში რაც მატ განვითარებას შეუწყობს ხელს.                                                                                                                                                                        

ტრენინგის მეცხრე დღე


რეფლექსია


ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია,მობუსმინეთ ერთმანეთს და შევაჯერეთ. ვიმუშავეთ გაჯეტების ბლოგში.

Monday, April 25, 2016

ტრენინგის მერვე დღე


გავიმეორეთ  წინა მასალა, შევქმენით ფასილიტატორის რუბრიკები, გადავხედეთ პორთფოლიოს, ვისწავლეტ ატვირთვა ბლოგზე.

Sunday, April 24, 2016

                             ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა. გავეცანით ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებას. მაღალი აკადემიური მოსწრების და დაბალი აკადემიური მოსწავლეებისთვისგათვალისწინებული საჭიროებები. ასევე შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ გეგმა გვქონდეს ზუსტად და კარგად გაწერილი.ვეცდები გავითვალისწინო დღევანდელი დღის ნასწავლი პროექტ-გეგმის შედგენისას, რათა ჩემს მიერ ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი იყოს მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული.


Saturday, April 23, 2016

მეექვსე დღე

                               ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ შევისწავლეთ მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ძირითადი მიმართულებები, თავფურცელი, პრობლემის ანალიზი, პროექტის მიზანი. პროექტის მიმდინარეობა პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე შევისწავლეთ შეფასების რუბრიკები, კერძოდ: ჯგუფური მუშაობა, პროექტის მართვის უნარის რუბრუკები, ბლოგის რუბრიკები, პრეზენტაციისა და თანამშრომლობის შეფასების რუბრიკები.

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, გავეცანით საავტორო უფლებებს, გამოყენებულ ლიტერატურულ შაბლონს.  ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, ასევე ბლოგში მუშაობა და მოსწავლის ბლოგის შექმნა, რომელსაც შევასწავლით მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, რათა შესძლონ მოსწავლეებმა საკუთარი ბლოგის შექმნა, სადაც შესძლებენ მუშაობას და კომენტარების ჩაწერას.



Saturday, April 16, 2016

                                          ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, დროში გაწერილი შეფასების გეგმას, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებებში. ვისწავლეთ სურათის ჩასმა ბლოგში, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი პრეზენტაციის წარდგენის დროს. რეფლექსის ბოლოს ჩავსვათ სურათი.

Sunday, April 10, 2016

                              ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, რათა დავრწმუნებულიყავით რამდენად საფუძვლიანად შევისწავლეთ და დაგვამახსოვრდა ყოველივე ის რაც შევისწავლეთ. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტების გეგმაზე, რომელიც ემსახურებოდა სტანდარტის დადგენას, მიზნის განხორციელებას და მიმართულების საკვანძო სიტყვებს. გავეცანით წარმართვის სტრატეგიებს, რომლებსაც ხშირად გამოვიყენებთ პროექტის დაგეგმვის და განხორციელების დროს.

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეორე დღე

                             ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებით, პროექტების სახელწოდების განხილვით. გავიმეორეთ პირველი დღის ახსნილი მასალა, კერძოდ ინტელის ძირითადი კურსისა და რესურსების გაცნობა შენახვის საკითხები, ასევე გზამკვლევის და ბლოკის შექმნის საკითხები.
დღევანდელი ტრენინგი ეხებოდა საკითხებს, რომლებიც ემსახურებაბუკლეტების, ბარათების და გაზეთების დამზადებას.
მომეწონა დღევანდელი მასალა და მზად ვარ ჩემს კლასში მოსწავლეებს ჩემივე დახმარებით შევაქმნევინო ბუკლეტები და ბარათები, რაც ეს მეტად გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს. განუვითარდებათ შემოქმედებითი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის უნარი. ისინი კარგად გაიაზრებენ ბუკლეტების და ბარათების დანიშნულებას და დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს, რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის დროსაც.

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის პირველი დღე


                                         ტრენინგის პირველი დღე 

                                          რეფლექსი


ტრენინგის პირველივე დღე დაიწყო ურთიერთ გაცნობით და თბილი გარემოს შექმნით, რამაც მეტი დაინტერესება და სურვილი დანერგა ჩემში. შევისწავლეთ ინტელის ძირითადი კურსის ტიპები, გავეცანით სახელმძღვანელოს გზამკვლევს, რომელზეც მორგებულია მთელი ეს ტრენინგის მასალა. შევისწავლეთ საქაღალდის, პორთფოლიოს შექმნა, რაც ჩვენთვის აუცილებელი და სამუშაო პროცესისთვის გამოსაყენებელია. შევისწავლეთ რესურსების შენახვა, ბლოკის შექმნა და პროექტების განხილვა.
სურვილი მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ შევასწავლო ჩემს მოსწავლეებს საქაღალდეების, პორტფოლიოების და რესურსების შექმნა, რაც მათ აუცილებლად სჭირდება.