Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეორე დღე

                             ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებით, პროექტების სახელწოდების განხილვით. გავიმეორეთ პირველი დღის ახსნილი მასალა, კერძოდ ინტელის ძირითადი კურსისა და რესურსების გაცნობა შენახვის საკითხები, ასევე გზამკვლევის და ბლოკის შექმნის საკითხები.
დღევანდელი ტრენინგი ეხებოდა საკითხებს, რომლებიც ემსახურებაბუკლეტების, ბარათების და გაზეთების დამზადებას.
მომეწონა დღევანდელი მასალა და მზად ვარ ჩემს კლასში მოსწავლეებს ჩემივე დახმარებით შევაქმნევინო ბუკლეტები და ბარათები, რაც ეს მეტად გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს. განუვითარდებათ შემოქმედებითი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის უნარი. ისინი კარგად გაიაზრებენ ბუკლეტების და ბარათების დანიშნულებას და დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს, რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის დროსაც.

1 comment:

  1. ირმაა.. პასიურობ გენაცვალეე :)

    ReplyDelete